ეს პოლიტიკა განმარტავს, როდის ბრუნდება მონაწილეობის საფასური იმ ტურნირებზე, რომელთა ორგანიზატორია შპს ბადე (შემდგომში — „Bade“ ან „ჩვენ“), და როგორ მოითხოვოთ თანხის დაბრუნება.
პოლიტიკა ჩვენი წესებისა და პირობების ნაწილია.
თუ მონაწილეობაზე უარს ამბობთ
გუნდის მოსახსნელად მოგვწერეთ: info@badesport.com და მიუთითეთ რეგისტრაციის კოდი. დასაბრუნებელი თანხა დამოკიდებულია იმაზე, როდის მივიღებთ თქვენს მოთხოვნას:
- ტურნირის დაწყებამდე 7 ან მეტი დღით ადრე — მონაწილეობის საფასური სრულად გიბრუნდებათ.
- ტურნირის დაწყებამდე 7 დღეზე ნაკლები, მაგრამ არანაკლებ 72 საათით ადრე — გიბრუნდებათ მონაწილეობის საფასურის 50%.
- ტურნირის დაწყებამდე 72 საათზე ნაკლები დროით ადრე, ან თუ გუნდი არ გამოცხადდა — მონაწილეობის საფასური არ ბრუნდება. ამ დროისთვის ბადე უკვე შედგენილია და ადგილის სხვა გუნდისთვის შეთავაზება შეუძლებელია.
ტურნირის დაწყებად ითვლება მისთვის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დაწყების თარიღი და დრო.
მოთამაშის შეცვლა
თუ ორი მოთამაშიდან ერთ-ერთი მონაწილეობას ვერ ახერხებს, შეგიძლიათ უფასოდ შეცვალოთ იგი კატეგორიის შესაბამისი დონის სხვა მოთამაშით — თქვენი გუნდის პირველ მატჩამდე ნებისმიერ დროს. მოგვწერეთ ახალი მოთამაშის სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი.
თუ ტურნირს ჩვენ ვაუქმებთ ან ვცვლით
თუ ტურნირს ან კატეგორიას გავაუქმებთ, მონაწილეობის საფასური სრულად გიბრუნდებათ. თუ ტურნირს სხვა თარიღზე გადავიტანთ და დასწრებას ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ აირჩიოთ: თანხის სრულად დაბრუნება ან რეგისტრაციის შენარჩუნება ახალ თარიღზე.
თუ თამაში ამინდის ან ჩვენგან დამოუკიდებელი სხვა მიზეზის გამო შეწყდა, დარჩენილ მატჩებს შეძლებისდაგვარად სხვა დროს გადავიტანთ. თუ ეს შეუძლებელია, გუნდებს, რომელთა მატჩებიც არ გაიმართა, ვთავაზობთ თანხის პროპორციულ დაბრუნებას ან კრედიტს მომავალ ტურნირზე.
ლოდინის სია და რეგისტრაცია მეწყვილის გარეშე
ლოდინის სიაში ყოფნისას თანხა არ ჩამოგეჭრებათ. თუ გადაიხადეთ და ადგილი ვერ მიიღეთ — კატეგორია შევსებული იყო ან მეწყვილე ვერ შეგირჩიეთ — თანხა სრულად გიბრუნდებათ.
გადახდის შეცდომები
თუ თანხა ორჯერ ჩამოგეჭრათ, ან ჩამოგეჭრათ რეგისტრაციისთვის, რომელიც არ დადასტურებულა, შეგვატყობინეთ — შეცდომით ჩამოჭრილ თანხას სრულად დაგიბრუნებთ.
როდის არ ბრუნდება საფასური
მონაწილეობის საფასური არ ბრუნდება, თუ მოთამაშე ან გუნდი ტურნირიდან მოიხსნა ჩვენს წესებსა და პირობებში აღწერილი ქცევის წესების დარღვევის გამო, ან თუ გუნდმა თამაში შეწყვიტა ტურნირის დაწყების შემდეგ, მათ შორის ტრავმის გამო.
როგორ მოვითხოვოთ თანხის დაბრუნება
მოგვწერეთ: info@badesport.com ან დაგვირეკეთ: +995 596 71 18 18. მიუთითეთ რეგისტრაციის კოდი — იგი დადასტურების წერილშია — და დამრეგისტრირებელი მოთამაშის სახელი და გვარი. გიპასუხებთ 3 სამუშაო დღის განმავლობაში.
როგორ და როდის ბრუნდება თანხა
ბარათით გადახდილი თანხა ბრუნდება იმავე ბარათზე, საქართველოს ბანკის მეშვეობით. დაბრუნების დადასტურების შემდეგ თანხა ანგარიშზე, როგორც წესი, 10 სამუშაო დღის განმავლობაში აისახება; ზუსტი ვადა თქვენს ბანკზეა დამოკიდებული.
საბანკო გადარიცხვით ან კლუბში ნაღდი ფულით გადახდილი საფასური ბრუნდება გადარიცხვით, თქვენ მიერ მითითებულ ანგარიშზე. თანხა ბრუნდება ლარში; დაბრუნებისთვის საკომისიოს არ ვიღებთ.
კანონით მინიჭებული უფლებები
ტურნირში მონაწილეობა დასვენებასთან დაკავშირებული მომსახურებაა, რომელიც კონკრეტულ თარიღებში გეწევათ. ამიტომ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, დისტანციურ ხელშეკრულებაზე 14 დღის განმავლობაში უარის თქმის უფლება მასზე არ ვრცელდება და მოქმედებს ზემოთ აღწერილი წესები. ეს პოლიტიკა არ ზღუდავს საქართველოს კანონმდებლობით თქვენთვის მინიჭებულ სხვა უფლებებს.
კომპანიის რეკვიზიტები
- იურიდიული სახელწოდება
- შპს ბადე
- იურიდიული მისამართი
- აღმაშენებლის ხეივანი 240, თბილისი, საქართველო
- ელ. ფოსტა
- info@badesport.com
- ტელეფონი
- +995 596 71 18 18